„სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ე.წ. სიტუაციური ოთახი", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე აცხადებს.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ემსახურება კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდას.
„სიტუაციური ოთახი აღჭურვილია ყველა შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც საჭიროა კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვისთვის. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. ასეთი აღჭურვილობის და ფუნქციის მქონე უწყება და ოთახი მანამდე არასდროს ყოფილა საქართველოში.ეს ბრიტანული „კობრა"-ს ქართული ვარიანტია. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება კიბერუსაფრთხოების თემაზე სემინარები, რომელსაც ევროკავშირის ეგიდით, ესტონელ კოლეგებთან ერთად ჩავატარებთ", - განაცხადა სვანაძემ.
წყარო: accent.com.ge