ცნობილ ტელეწამყვან თინა კანდელაკს, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, რა ხანია საკმაოდ კარგი ბინა აქვს მოსკოვის ცენტრში.
ქმართან გაშორების შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში ჩაერთო და კარგი ქონებაც დააგროვა, რის წყალობითაც პენტჰაუსი იყიდა და გაარემონტა თავის გემოზე. ორსართულიანი პენტჰაუსის მთავარი უპირატესობა ლამაზი ხედებია, რომლებიც პანორამული ფანჯრებიდან იშლება. რემონტში თავად იყო ჩართული დიზაინერებთან ერთად და ყველა დეტალზე ფიქრობდა. ბინის ფართობი 400 კვადრატული მეტრია. საყვარელი ადგილი ბინაში არის კუთხე დიდი დივნისთვის, სადაც უყვარს დასვენება ვარსკვლავს. აქ არის ცალკე ოთახები ქალ-ვაჟისთვის, პირადი კაბინეტი, საგარდერობე ოთახი და ა.შ.
ცოტა ხნის წინ თინამ საოცნებო აგარაკიც შეიძინა, რომელსაც დღემდე აწყობს თავისი გემოვნების მიხედვით. ეს ორსართულიანი, 500 კვადრატული მეტრის ფართის სახლია მოსკოვთან ახლოს. კოტეჯის ტერიტორიაც შესანიშნავია - იქვეა ორი ტბა და ტყე, კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ატრიბუტები: სპორტული მოედნები, საპიკნიკე ადგილი.
წყარო: shin.ge