reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატურაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:48
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატურაა
24 დეკემბერი, 2015. 13:38



ექსპერტი მამუკა არეშიძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამოეხმაურა.



ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მათ შორის მეც, ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიწინასწარმეტყველეთ,  რომ ეს ამბავი მოხდებოდა. არჩევნების წინ აუცილებლად შეიცვლებოდა ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას" თავისი დავარდნილი რეიტინგი გამოესწორებინა. ეს ერთგვარი პიარსვლა არის და ამას აკეთებს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა მაინცდამაინც ასე უცებ, ისე, რომ უმრავლესობის ბევრმა წევრმა არ იცოდა ამის თაობაზე. რატომ მაინცდამაინც 23-ში მოხდა ეს ამბავი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის, რომ მმართველ ძალაში ცვლილებები იქნებოდა, ყველამ ვიცოდით, ჟურნალისტებმა, ხელისუფლებამ, საზოგადოებამაც და ასე მოხდა კიდეც. ახლა დასადგენია, რაღა მაინცდამაინც ამ დღეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, ვინ იქნება პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი არის ყველაზე უკეთესი კანდიდატურა ამ ჩამონათვალში, რადგან მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება მიღებული. მართალია, მას არ აქვს ხანგრძლივი გამოცდილება იმ ოთხეულში, რომელიც დასახელდა და ასევე მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო ითვლება საუკეთესო მენეჯერად, რომელმაც გრანდიოზული პროექტი განახორციელა, მაინც ვთვლი, რომ გამოცდილებით, სპექტრის თვალსაზრისით, კვირიკაშვილს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს და აქედან გამომდინარე, ამ კანდიდატურამ უნდა გაამართლოს. ყოველ შემთხვევაში, ჩამოთვლილთაგან მაინც, რომელიც უკვე დასახელდა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016