reportiori.ge - კასტელ სანტ’ანჯელოში დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის „ექოს“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
კულტურა
კასტელ სანტ’ანჯელოში დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის „ექოს“ პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
24 დეკემბერი, 2015. 16:04


რომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და ღირშესანიშნავ ციხესიმაგრეში, კასტელ სანტ'ანჯელოში, პაოლინას უნიკალურ დარბაზში, საქართველოს საელჩოსა და იტალიური გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის ორგანიზებით გაიმრთა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის „ექოს" პრეზენტაცია.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ იტალიელი გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და იტალიასა და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები.


კრებული იტალიურ ენაზე თარგმნა იტალიაში მოღვაწე ჟურნალისტმა და ფილოლოგმა, მილანის ქართული კულტურის საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებლის" თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.


მოწვეულ სტუმრებს მიესალმა იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე.


დათო მაღრაძის პოეზიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ბატონიშვილმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და გამომცემელმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ჯულიანო ლადოლფიმ.


დამსწრე საზოგდოებისათვის ლექსები წაიკითხეს ავტორმა და ახალგაზრდა იტალიელმა მსახიობმა ჯულიანო გრეკომ.


პრეზენტაციის დასასრულს, კასტელ სანტ'ანჯელოს ერთ-ერთ ტერასაზე გაიმართა მიღება, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016