reportiori.ge - 25 დეკემბერს საახალწლო კონცერტებს ნინო ქათამაძე გახსნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
რეგიონები
25 დეკემბერს საახალწლო კონცერტებს ნინო ქათამაძე გახსნის
ავტორი:
24 დეკემბერი, 2015. 17:00


ხვალ, ბათუმში, ევროპის მოედანზე უფასო საახალწლო კონცერტების 15-დღიანი პროგრამა იწყება. საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის" გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი, განახლებული ნაძვის ხეც. მოედანზე მისული სტუმრები კონცერტზე ჯგუფის  ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ. ქათამაძის შემდეგ, 20:30 წუთზე,  ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER"  წარდგება.


„დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე მისული სტუმრები ნახევარი საათის განმავლობაში ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ. მათთვის ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზებული მსვლელობა და საბავშვო-გასართობი კონცერტი. 

 

26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები წვიმის შემთხვევაში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გადაინაცვლებს.  26 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვნების ცენტრში მსმენელის წინაშე 2014 წლის X ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ასევე ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს კი  ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები  „Gravity", The Mins  და / „Young georgian lolitaz" მსმენელს ორსაათიან პროგრამას წარუდგენენ.

 

საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის, გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანშია დაგეგმილი. კონცერტები კულმინაციას 31 დეკემბერს, 22:00 საათზე მიაღწევს, როცა ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონერტი დაიწყება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის „შინდრელის სია" საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი). ფაიდმენის გარდა გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle".

 

1 იანვარს, კი ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA  წარდგება, რომელიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად   გრანდიოზულ კონცერტს წარმოადგენს.

 

უფასო კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში 15 დღის განმვლობაში ჩატარდება. 25,26,27 დეკემბრის კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის" მიერ", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016