reportiori.ge - რატომ ატოვებინებს თანამდებობას გუბაზ სანიკიძე საკუთარი ბიუროს ხელმძღვანელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:10
სამართალი
რატომ ატოვებინებს თანამდებობას გუბაზ სანიკიძე საკუთარი ბიუროს ხელმძღვანელს
25 დეკემბერი, 2015. 15:18



ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს მეწარმეების დაშინებასა და მათთვის კომერციული ფართის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა ამირან ვაშაკიძემ მეწარმეები დაიბარა და მათ დიდი ღირებულების კომერციული ფართი მოსთხოვა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. საქმე ეხება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე მდებარეობს.


მეწარმეების შევიწროვებისა და დაშინების შესახებ ტუკვაძის ბრალდებას „სასაცილოს" უწოდებს პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, აქ პირადი დავა ტუკვაძესა და ვაშაკიძეს შორისაა და არაფერი კავშირი აქვს გუბაზ სანიკიძესთან.


„მანდ არის კონფლიქტი მიწასთან დაკავშირებით. ქალბატონმა ტუკვაძემ ააშენა სახლი, იქ ცხოვრობს ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძეც. მათ ჰქონდათ კონფლიქტი სივრცესთან დაკავშირებით. ამირან ვაშაკიძეს მე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაიცვას სამართლებრივი გზით თავისი უფლებები და აქვე ვთხოვე, რომ ეს არ გაკეთებულიყო ჩვენი ბიუროს სახელით. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მან ეს გააკეთა ბიუროს სახელით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - დღეს ამირან ვაშაკიძე დატოვებს ჩემს ბიუროს. მერე ალბათ გააგრძელებენ ერთმანეთთან დავას - აი ასე დასრულდა ეს ამბავი. ორივე მხარეს ვუსურვებ წარმატებას", - განუცხადა „რეპორტიორს" სანიკიძემ.


მისი თქმით, თუ ლედი ტუკვაძის მხრიდან ბრალდებების სერია არ დასრულდა, ის ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს.


„თუ გააგრძელებს ტუკვაძე ჩემს დადანაშაულებას, შემხვედრი ნაბიჯით ვუპასუხებ და მივმართავ სასამართლოს ცილისწამებისთვის. ცოტა ეჭვი მეპარება, ქალბატონმა ტუკვაძემ მომიგოს. ქალბატონმა ტუკვაძემ და ბატონმა ამირანმა ერთმანეთში იდავონ და სასამართლომ გადაწყვიტოს ეს დავა", - განაცხადა სანიკიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016