reportiori.ge - აქციაზე დაშავებული ირაკლი კაკაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:03
სამართალი
აქციაზე დაშავებული ირაკლი კაკაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 17:31



წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ამ  ბრალდებით დააკავეს დღეს უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. კაკაბაძე ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი მაინც გაიმართება. ირაკლი კაკაბაძე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორ ის აცხადებს, შეხლა-შემოხლის დროს თავში ჩაარტყეს.


„ვეუბნებოდი, რომ თუ ჩემი წაყვანა სურდათ, წავყვებოდი და არ იყო საჭირო ხელის გადაგრეხვა. ამაზე რეაქცია იყო, რომ ძალიან ნერვიული და ძალისმიერი მეთოდით მექაჩებოდნენ მანქანისკენ. მერე ხალხი ჩაერია და არ მისცა სამართალდამცველებს ამის საშუალება. ამ მუჯლუგუნის დროს თავში მოხვდა რაღაც ნივთი", - განაცხადა კაკაბაძემ.


კაკაბაძე სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრიოსთვის სტაბილურია.


დღეს, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს. ისინი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას აპროტესტებდნენ.



მოამზადა ალა გრიგალაშვილმა

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016