წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ამ ბრალდებით დააკავეს დღეს უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. კაკაბაძე ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი მაინც გაიმართება. ირაკლი კაკაბაძე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორ ის აცხადებს, შეხლა-შემოხლის დროს თავში ჩაარტყეს.
„ვეუბნებოდი, რომ თუ ჩემი წაყვანა სურდათ, წავყვებოდი და არ იყო საჭირო ხელის გადაგრეხვა. ამაზე რეაქცია იყო, რომ ძალიან ნერვიული და ძალისმიერი მეთოდით მექაჩებოდნენ მანქანისკენ. მერე ხალხი ჩაერია და არ მისცა სამართალდამცველებს ამის საშუალება. ამ მუჯლუგუნის დროს თავში მოხვდა რაღაც ნივთი", - განაცხადა კაკაბაძემ.
კაკაბაძე სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრიოსთვის სტაბილურია.
დღეს, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს. ისინი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას აპროტესტებდნენ.
მოამზადა ალა გრიგალაშვილმა