reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: მურუსიძის არჩევა არის სრული შოკი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:17
პოლიტიკა
დათო ლორთქიფანიძე: მურუსიძის არჩევა არის სრული შოკი!
25 დეკემბერი, 2015. 18:29


 

„მურუსიძის არჩევა არის სრული შოკი!", - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას. დეპუტატი  მურუსიძეს წინა ხელისუფლების რეჟიმის ყველაზე „კაშკაშა ვარსკვლავს" უწოდებს.


„გაოგნებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.  აღშფოთებული ვარ იმ მხარდამჭერებით, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ იქნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილნი და მხარდაჭერილი პარლმენტის მიერ.

 

წინა ხელისუფლების რეჟიმის, რომელსაც პროკურატურა და სასამართლო ქმნიდა, ყველაზე „კაშკაშა ვარსკვლავი" იყო  მურუსიძე. მისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა არის სრული შოკი. სამართლებრივად არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს, რომ ამ ადამიანებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვონ, მაგრამ ვფიქრობ, მათ თავად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

 

მე დეპუტატი ვარ და ხალხთან ყოველდღიური შეხება მაქვს. აქედან გამომდინარე,  ვიცი საზოგადოების განწყობა კოლექტიური „მურუსიძეებისადმი". საზოგადოების მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო არ უნდა დადგეს საზოგადოების დარტყმის წინაშე " - განაცხადა ლორთქიფანიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016