reportiori.ge - გიორგი ოქროპირიძე მზად არის სასჯელი მოიხადოს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:10
სამართალი
გიორგი ოქროპირიძე მზად არის სასჯელი მოიხადოს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 18:58



ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის განცხადებით, მას მახარაძე არ მოუკლავს, თუმცა თავს დამნაშავედ ცნობს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რის გამო მზად არის სასჯელი მოიხადოს, თუკი ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ვერ მიიღებენ.



ოქროპირიძემ ნაფიც მსაჯულებს მიუთითა საქმის მთავარ მოწმეზე ვლადიმერ ბერძენიშვილზე და მათ ალტერნატიული ვერდიქტი შესთავაზა.



მოვიდა ეზოში ბერძენიშვილი და მითხრა ლაშა მახარაძეს მანქანიდან მივუშვითო", - განაცხადა გიორგი ოქროპირიძემ.



ბრალდებული ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულებს სთავაზობს, თუკი ვერდიქტს ვერ მიიღებენ, კენჭი უყარონ მის დანაშაულს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე.


ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა განესაზღვრებათ, რომლის ფარგლებში ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი ვერდიქტი სამსაათიან ვადაში არ იქნება მიღებული, მათ დამატებითი დრო, კერძოდ, ექვსი საათი განესაზღვრებათ. ამის შემდეგ კი გათვალისწინებულია კიდევ სამი საათი, რის შემდეგაც მოსამართლეს აქვს უფლება, გონივრული დრო განუსაზღვროს ნაფიც მსაჯულებს. თუკი ყველა ვადის ამოწურვის შემდეგ ვერდიქტი ვერ იქნება მიღებული, გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება, მაგრამ იგი სასამართლო დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება, რადგან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016