reportiori.ge - ნინო გვენეტაძე: მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:03
სამართალი
ნინო გვენეტაძე: მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირე!
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 23:34



საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღევანდელ კენჭისყრაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად გვენეტაძემ მიაწოდა.


„მხარი არ დავუჭირე. ის უკვე მოსამართლეა და მე არ მაქვს უფლება მისი დანიშვნის შესახებ სხვა კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა გვენეტაძემ.


„საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანსიაზე კენჭისყრა დამთავრდა. სააპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი. 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება", - განაცხადა გვენეტაძემ.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად,  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაინიშნა.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016