reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: პრეზიდენტის სასახლეს გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:14
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: პრეზიდენტის სასახლეს გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 13:55


სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „ეროვნულ სიტუაციურ ოთახზე" საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს მსგავსი ტიპის თავშესაფარი გააჩნია:


„მე, როგორც ჩემი პირველადი განათლების, სამთო გეოლოგის კუთხით, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეს, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი. როგორც ჩანს, მარგველაშვილის იქ გადასვლა ამითაც ყოფილიყო განპირობებული. რეზიდენციაში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ვიზუალურად კარგად მაქვს დათვალიერებული შენობა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს მომენტები მათ გააჩნიათ. სავარაუდოდ, იქ სხვადასხვა გვირაბების სარეზერვო გასასვლელები და ქვემოთ არსებული კომუნიკაციური სისტემა არის, რომელიც საგანგებო ვითარების დროს იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება იყოს დაცული. შეიძლება, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ამის გამოც ყოფილიყო, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან შეიძლება, იქ პრემიერი და საქართველოს მთავრობა შესულიყო, ასეთ დიდ შენობას სხვა რომელიმე უწყებას არ გადასცემდნენ", - განაცხადა მაისაიამ.

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016