reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: იუსტიციის საბჭომ უკანონობას უთხრა „დიახ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:14
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: იუსტიციის საბჭომ უკანონობას უთხრა „დიახ“
26 დეკემბერი, 2015. 16:30


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას „რეპორტიორთან"  საუბრისას უარყოფითად აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, ის ამბობს, რომ რეფორმა არ უნდა განახორციელონ ისეთი დაბალი დონის იურისტებმა, როგორიც მურუსიძეა.



„კონკრეტულად ერთ პიროვნებაზე, მურუსიძეზე არ ვისაუბრებ. მურუსიძის არჩევით  იუსტიციის საბჭომ თქვა ის, რომ ვინც  წლების განმავლობაში უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდით, გააგრძელეთ, ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება, ჩვენ მაინც დაგნიშნავთოო. იუსტიციის საბჭომ უარი განაცხადა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, რაც ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ გამოსავალი ისაა, რომ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე უნდა შეხვდეს პარლამენტის თავჯდომარეს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი პარლამენტში და მომზადდეს სასამართლო სისტემის სრულიად ახალი პაკეტი. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი საკანონმდებლო ბაზა. ეს თუ 3  წელი გაგრძელდა 3 წლის შემდეგაც მივიღებთ იგივე სურათს, რადგან დისციპლინარული დონის ორგანო ისევ იუსტიციის საბჭოს ხელშია. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფოები ასე  არ შენდება. რეფორმა არ უნდა განახორციელონ ისეთი დაბალი დონის იურისტებმა, როგორიც მურუსიძეა. ეს თუ უახლოეს 6 თვეში არ მოხდა, მატარებელი ჩაივლის  და პროცესები აბსოლუტურად უმართავი გახდება. მურუსიძის არჩევის დღიდან ჩვენ უარი ვთქვით  სამართლიან სასამრთლოზე.  ქვეყანა ასეთ პირობებში ვერ იარსებებს, მითუმეტეს მაშინ, როცა პრეტენზია ცივილიზებული  სამყაროსკენ  სწრაფვასა და ევროკავშირზე გვაქვს" - ამბობს ხაჭაპურიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016