სამართალი
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული გაამართლა
26 დეკემბერი, 2015. 15:08
საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა ასათიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
კახა ასათიანი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. იგი 2014 წლის 19 აგვისტოს დააკავეს.
დაკავების დღიდან ასათიანის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
„გლდანის პოლიციის მეორე ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა კახა ასათიანს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ჩაუდეს", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
ბრალდებული დაკავებიდან მალევე გირაოთი გაათავისუფლეს, განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა გამოაცხადა.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55