reportiori.ge - საახალწლო საჩუქარი ოზურგეთელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:25
რეგიონები
საახალწლო საჩუქარი ოზურგეთელებს
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 15:46


დღეს, ქალაქ ოზურგეთში, შპს ''სააქიმო''-ში  ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის, პირადი ინიციატივით ოზურგეთისა და მუნიციპალიტეტის თემების მოსახლეობას  უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.


მაღალკვალიფიციურ ექიმთა ჯგუფმა  მოსახლეობას უფასო კონსულტაციები შემდეგი მიმართულებით გაუწია:  კარდეოლოგია,  ალერგოლოგია, თერაპია, ნევროლოგია,  რევმატოლოგია, ონკოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია,  უროლოგია.


კვლევების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი და ქალაქ ოზურგეთის მერი ბელგარ სიორიძე ჩაერთნენ. უფასო დიაგნოსტიკას კლინიკა „მედისონის" მთავარი ექიმი დიმიტრი ტოკლიკიშვილი ხელმძღვანელობს.


„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს ამ დიდი საჩუქრისთვის. სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის ასეთი ხარისხის სერვისის მიღება ხელმისაწვდომი არ არის. ამ საშობაო აქციით უკვე ბევრმა ადგილობრივმა ისარგებლა. ჩვენ გაგვიკეთებია მსგავსი რამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მომავალშიც არაერთ  აქციას განვახორციელებთ ჯანდაცვის კუთხით," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.


სამედიცინო მომსახურება ამ დრომდე 500-მდე პაციენტს გაეწია.


უფასო კვლევები დღის ბოლომდე გადრძელდება და მასში მონაწილეობას განსაკუთრებული საჭირეობის მქონე პირებიც მიიღებენ.


 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016