reportiori.ge - გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:52
სამართალი
გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 15:49


გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე საბოლოო სასჯელად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა.



ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი გუშინ დაადგინეს.

ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს. განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს. ჯამში, მსაჯულები 4 საათზე მეტხანს თათბირობდნენ.



გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016