reportiori.ge - საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:52
სამართალი
საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 17:20


საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს.



2015 წლის 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დანაშაულის ფაქტზე, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარემ დაადგინა განაჩენი, რომლის თანახმად, . ოქროპირიძეს, ლაშა მახარაძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. 2015 წლის 25 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის . ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში . ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს. განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016