reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე ასახელებს მინისტრებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე ასახელებს მინისტრებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ
26 დეკემბერი, 2015. 18:00


„რომელი უწყება საჭიროებს რეფორმირებას?", - „რეპორტიორის" მიერ დასმულ ამ შეკითხვას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს:

 

 

„იუსტიციის სამინისტროში არის ძალიან სერიოზული პრობლემები. მინისტრი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ამაზე ყურადღებას ჯერ კიდევ 2013 წელს ვამახვილებდი. იუსტიციის სახლის ფორმირების ახალი წესი და თეა წულუკიანის რეფორმა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს, რომლის თანახმადაც სამართლიანი გარემო უნდა ჩამოყალიბებულიყო და ხელი შეეწყო სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.

 

ის, რაც დღეს  მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ხდება, სწორედ  იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამოძახილია, რასაც თავის დროზე  რეფორმა დაერქვა. მაშინ ქალბატონმა წულუკიანმა განაცხადა, რომ გაათავისუფლა სასამართლოები ზემდგომი წნეხისგან. ვინ გაათავისუფლა წნეხისგან და რა შედეგი მივიღეთ, ამას ყველა ვხედავთ.

 

იმ მოსამართლეებს, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოაქვთ და იმათ, რომლებიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტის მიმღები იყვნენ, დღეს უვადოდ ნიშნავენ. თუ რეფორმის შედეგად  ეს მივიღეთ, ბუნებრივია, მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.

 

რაც შეეხება განათლების სფეროს, ქალბატონი თამარ სანიკიძე გარდა იმისა, რომ ხელფასს თვეში  12 500 ლარს იღებს, ის ამასთანავე იცილებს პასუხისმგებლობას ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების დამკვიდრებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ საგანმანათლებლო პროგრმებს, რომელიც ასევე საჯარო, საყოველთაო განხილვის გარეშე და საზოგადოების გვერდის ავლით მტკიცდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში.

 

ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საგანი, რაც უნდა ეკისრებოდეს მინისტრ სანიკიძეს. ამ მინისტრის არ ნახვას ვისურვებდი განახლებულ მინისტრთა კაბინეტში. მინდა მოვუწოდო ბატონ კვირიკაშვილს, რომ აქცენტები გააკეთოს ამ არგუმენტებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ" - ამბობს ლორთქიფანიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016