reportiori.ge - პეტრე მამრაძე: საქართველოში საკმარისია 14 სამინისტრო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:47
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: საქართველოში საკმარისია 14 სამინისტრო!
26 დეკემბერი, 2015. 19:23


 

„რომელი უწყება საჭიროებს რეფორმირებას?" - „რეპორტიორის" მიერ დასმულ ამ შეკითხვას "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პასუხობს:



„საქართველოში მართვის სისტემა არის ძალიან სუსტი, ამიტომ ყველა უწყება ძირეულ რეფორმირებას  საჭიროებს.

 

როცა სისტემაა მანკიერი არავითარი აზრი არა აქვს კონკრეტულ უწყებებსა, თუ ცალკეულ პიროვნებებზე საუბარს. ხდება ყველაფრის ნიველირება...

 

გავიხსენოთ, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები წინასაარჩევნო კამპანიის დროს - „20 წელზე მეტია მოჯადოებულ, მანკიერ წრეზე დავდივართ მთელი ერი, დროა გავარღვიოთ ეს წრე და გადავიდეთ განვითარებაზე!"...

 

საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში არ უნდა იყოს 20 მინისტრი, მაშინ, როცა 14  საკმარისზე მეტია. საჭიროა გუბერნატორების ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება. უნდა დაიწყოს სისტემური გარდაქმნა. უნდა გაუქმდეს სახელმწიფო მინისტრების მანკიერი ინსტიტუტი. ამ სისტემაში მყოფი ადამიანებიდან შეიძლება ძალიან ბევრი კარგი კადრია; სერგეენკო შესანიშნავი მინისტრია, თუმცა ყველა ექიმი აღნიშნავს, რომ სისტემაში არ შედის საკმარისი ფინანსები რათა სისტემამ ეფექტურად იმუშაოს. მასზე არ არის დამოკიდებული, როგორ დაფინანსდება ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ სისტემა უნდა იყოს შესაბამისი, რათა მინისტრმაც და პროფესიონალმა ექიმებმაც ეფექტურად იმუშაოს", - აცხადებს მამრაძე „რეპორტიორთან" საუბრისას.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016