reportiori.ge - შსს-მ ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:21
სამართალი
შსს-მ ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა
ავტორი:
27 დეკემბერი, 2015. 11:27



შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო" ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. „ბიო" ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება მიმდინარეობს ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით), ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016