reportiori.ge - გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი გეზი შეუქცევადია, ეს არის დასავლური სტანდარტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:47
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი გეზი შეუქცევადია, ეს არის დასავლური სტანდარტები
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 15:30


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.


მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლიციასთან თანამშრომლობას იწყებს. მან ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალის გაფართოებასა და ევროპულ საპოლიციო სტრუქტურებთან კოოპერაციის გაღრმავებაზეც ისაუბრა.



მომავალ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლიაცასთან ყველაზე მაღალი დონის ხელშეკრულებას, რაც ევროიტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.

გუნდთან ერთად განახორციელა სისტემის ძირეული კვლევა და ანალიზი, რის საფუძველზეც განისაზღვრა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ პოლიცია გახდეს ბევრად ეფექტური და საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული.

ჩვენი გეზი შეუქცევადია, ესაა დასავლური სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ შსს- 100 პროცენტით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფოს ევროპული არჩევანი, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, დამატებით გამოწვევებს და შესაბამისად, მიზნებს გვისახავს, რისთვისაც უკვე განსაზღვრული მაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შსს-ში რეფორები გრძელდება და ის უზრუნველყოფს პოლიციის შემდგომ განვითარებას, ასევე მის საბოლოოდ ჩამოყალიბებას ეფექტურ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ, სანდო და თანამედროვე უწყებად", - განაცხადა მღებრიშვილმა.



შს მინისტრმა ისაუბრა უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის შემდგომ მოდერნზიაციაზე; დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერებაზე; პოლიციის დანაყოფებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვაზე; არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაზე; საპოლიციო და სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნაზე; შსს-ს სერვისების შემდგომ სრულყოფასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე.



შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია, დაინერგება ახალი მიდგომები, რომელთა მიზანია პოლიციის საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოება.

არდა ამისა, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას და აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. მე გამომძიებელი ვიყავი და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინგადადმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში.

დაგეგმილია შსს- აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა.

რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შსს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016