reportiori.ge - საზოგადოება „თბილისელის“ მიერ 2015 წელს გაწეული ქველმოქმედების ჯამურმა თანხამ 1 350 000 ლარი შეადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:20
საზოგადოება
საზოგადოება „თბილისელის“ მიერ 2015 წელს გაწეული ქველმოქმედების ჯამურმა თანხამ 1 350 000 ლარი შეადგინა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 13:22



საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ფონდის მიერ 2015 წელს გაწეული ქველმოქმედების შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც მეძმარიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოება „თბილისელის" მიერ 2015 წელს გაწეული ქველმოქმედების ჯამურმა თანხამ 1 350 000 ლარი შეადგინა.

 

„საზოგადოება „თბილისელმა" სამგორის რაიონის ბაგა-ბაღში მცხოვრები 24 ოჯახისთვის ვაკის სოსისების ქარხანასთან და კომპანია „კოკა-კოლასთან" ერთად შეიძინა და ოჯახებს მიაწოდა საკვები პროდუქტები. ასევე ჩატარდა საქველმოქმედო აუქციონი ახალგაზრდა მხატვრების მონაწილეობით, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდა 24 ოჯახს, რომლებიც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ სამგორის რაიონში.

 

თბილისის კომერციულმა ბანკმა საზოგადოება „თბილისელის" ინიციატივით, სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულ მოსახლეობას ამა წლის 15 ივნისს ჩამოაწერა სამომხმარებლო კრედიტები, საერთო თანხით 70 000 ლარი.

 

2015 წლის 14 ივლისს მოსკოვში ჩატარებულ საქველმოქმედო აუქციონზე საზოგადოება „თბილისელის" ანგარიშზე შემოვიდა 550 000 აშშ დოლარი. ამ თანხით შევიძინეთ 15 ოროთახიანი ბინა (ცოტნე დადიანის N7), რომლებიც გარემონტდა, კეთილმოეწყო ავეჯით და საოჯახო ტექნიკით. 2015 წლის 1 ნოემბერს აღნიშნული ბინები გადაეცათ მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ 13 ივნისის წყალდიდობის დროს.

 

საზოგადოება „თბილისელი" ლატვიის საელჩოსთან ერთად იყო სოხუმის უნივერსიტეტის სპონსორი, რომლებმაც სასწავლო კაბინეტის მოწყობისთვის შეიძინეს სხვადახვა ტექნიკა.

 

17 ნოემბერს ჩატარდა საქველმოქმედო საღამო და შეიქმნა „დაჩის ფონდი", რომელიც დაეხმარება დცბ-თი დაავადებულ პატარა პაციენტებს.

 

საზოგადოება „თბილისელს" მრავალი დახმარება აქვს გაწეული ინდივიდუალურად სხვადასხვა პიროვნებებზე, რომლებიც საჭიროებენ ფულად ან რაიმე სხვა სახის დახმარებას", - განაცხადა მეძმარიაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016