„ევროპისგან მიცემული საშინაო დავალება საქართველომ წარმატებულად შეასრულა" - ასე აფასებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლების მხრიდან 2015 წლის წარმატებულ რეფორმებს.
„2015 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სფეროების მიხედვით რომ დავყოთ, ყველგან სფეროში გარკვეული წარმატებებია. მაგალითად, პენიტენციალურ სფეროში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა იმ მიმართულებით, რომ გაუმჯობესებულიყო პატიმრების მდგომარეობა. ასევე პატიმრები ჯგუფების მიხედვით იყოფიან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ცალკე იხდიან სასჯელს და ზოგადად ასე ხდება პატიმრების გადანაწილება. გარკვეული პრობლემები არის, თუმცა იმასთან შედარებით რაც წლების წინ იყო, უდიდესი წინსვლაა.
ასევე ჯანდაცვის სფეროში C ჰეპატიტის წარმატებული პროგრამა. კარგად მოგეხსენებათ, ადამიანებს ათი ათასობით თანხის გადახდა უწევდათ, ფაქტობრივად, ვინც ვერ ახერხებდა გადახდას განწირული იყო სიკვდილისთვის. ილუმინაციის პრობლემა რომელიც დაიწყო, ადამიანს საშუალებას აძლევს სიცოცხლე შეინარჩუნოს. ასევე დაიწყო პოლიკლინიკების, სავაადმყოფოების რემონტი.
სოფლის მეურნეობის დარგში წინსვლაა იმ კუთხით, რომ მიწები იხვნება, გლეხებს გარკვეული დანადგარები ურიგდებათ, ჩვენ კარგად დავინახეთ, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გაკეთდა, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს, იმას რომ სეტყვამ კახელი გლეხების ვენახები არ დააზიანოს. ასევე ყველაზე წარმატებულად ჩატარდა ციტრუსის მოსავლის ჩაბარება. ზოგადად სავარგულები, მიწის დამუშავება, სარწყავი ვენახების გაკეთება კვლავაც გრძელდება.
ინფრასტრუქტურის კუთხით, თუკი სააკაშვილის ხელისუფლებაში ცხრა წელი ავტობანზე იგებოდა გზა, ამ ხელისუფლების პირობებში სამ წელიწადში უფრო მეტი გზა დაიგო ავტობანზე და საკმაოდ სრულყოფილადაც. ზოგადად ინფრასტრუქტურული კუთხით უფრო მეტი და საკმაოდ წარმატებული სამუშაოები მიმდინარეობს.
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მიღწევად ვიზალიბერალიზაციის საკითხია, ევროპამ ჩვენ მოგვცა დავალება რომ სხვადასხვა რეფორმებში წარმატებული ძვრები ყოფილიყო, ამ დავალებას კი თავი გავართვით.
ასევე მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი," - აღნიშნა მჟავანაძემ.
ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისში საცობების პრობლემაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საკითხი გამოწვევაა, რათა მომავალი წლისთვის ეს პრობლემა გადაჭრას.
მჟავანაძემ ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ის იყო ამ პრობლემების გადაწყვეტის შემოქმედი. თვლის, რომ ღარიბაშილი წარმატებული პრემიერი იყო.
„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშილი წარმატებული პრემიერი იყო და ამიტომაც იყო მოულოდნელი მისი წასვლა თანამდებობიდან. ვისურვებდი, რომ ის „ქართულ ოცნებაში" დარჩენილიყო, ყოფილიყო საჯარო პოლიტკაში, რადგან ეს ადამიანი სულის ჩამდგმელია იმ ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის, რომელსაც ჩვენ ასე ვცემთ პატივს. როდესაც გამოკითხვები ჩატარდა მისი მოღვაწეობა ყველამ დადებითად შეაფასა. ღარიბაშვილის დამსახურებაა აბრეშუმის გზის პროექტის წარმატებულად განხორციელება. ახალი კურსი მიეცა ჩვენ ქვეყანას, ჩინეთის მილიარდიან ბაზარზე შევდივართ. არავინ ელოდა რომ სამ წელიწადში საკმაოდ დიდი გარღვევა მოხდებოდა.
სიდუხჭირე ერთ-ერთი აქტუალური თემაა, თუმცა ნელ-ნელა ამ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ ხორციელდება გარკვეული სახის დახმარებები. ვნახეთ, რომ ადამიანებმა კარვებიდან კომფორტულ ნაგებობებში გადაინაცვლეს. ბევრი ბინა გამოიყო ლტოლვილებისთვის. მიუხედავად ამისა, გაჭირვებული ადამიანების რიცხვი დიდია, მთავრობამ კვალავაც უნდა იზრუნოს, რომ ეს პრობლემა საქართველოში საბოლოოდ აღმოფხვრას," - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.