ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი განმარტავს, თუ რა პროდუქტი უნდა იყოს 2016 წელს ახალი წლის სუფრაზე. როგორც ცაგარელი აღნიშნავს, მანდარინი არის სიუხვის, ბარაქისა და წარმატების ერთ-ერთი სიმბოლო, ამიტომ ახალი წლის სუფრაზე მანდარინი აუცილებლად უნდა იდოს.
„უნდა ვიპოვოთ ისეთი საკვები, რომელიც ამ ნიშნებს ეამებათ და ამით მათ პატივი მივაგოთ. პირველი - ტრადიციული საკვები, რადგან თხის წელიწადია და თხა, თავის ბუნებით, ტრადიციონალისტია, ამიტომ ტრადიციულად ხაჭაპური, გოზინაყი, საცივი ისევ და ისევ აქტუალურია, სასმელებთან ერთად. ამას გარდა, რადგან მაიმუნის წელი მოდის, ის უფრო ორიგინალურ საკვებს ითხოვს - პირველ რიგში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანანი, ამას გარდა ციტრუსები, ეგზოტიკური საკვები, დავუშვათ, კივი, ავოკადო და ასე შემდეგ. მოდით, აღვნიშნოთ ისიც, რომ კარგი იქნება, თუ თხას წინ დავუდებთ მწვანილს, ხოლო მაიმუნს ცოტა მზესუმზირა დავუყაროთ. ამას გარდა, თუ გვაქვს, დავუშვათ, რაღაც ხის ნაკეთობები - კოვზები, ჯამები და ასე შემდეგ, კარგი იქნება, თუ მათაც მაგიდაზე დავდებთ. უკეთესი იქნება, თუ ნაძვის ხეს სამხრეთ-დასავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დავდებთ, თუ ამის საშუალება არ გვაქვს, ეს დიდი პრობლემა არ არის, ჩიჩილაკის გვერდით დავდგათ და კარგი იქნება მანდარინის ხის ნამდვილი ან თუნდაც სინთეზური ტოტი, რადგან აღმოსავლეთში ნაძვის ხე ეს არის სწორედ მანდარინის ტოტი. აქედან გამომდინარე, მანდარინი არის სიუხვის, ბარაქისა და წარმატების ერთ-ერთი სიმბოლო. ნაძვის ხეზე ფერებიც, ძირითადად, იმ ტონალობებში უნდა იყოს, რაც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ", - განაცხადა ცაგარელმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის ქრონიკა"