ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საახალწლო რიტუალებზე საუბრობს და განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი წლის ღამეს:
„მნიშვნელოვანი რიტუალი უკავშირდება სანთლებს: რადგანაც წლის ძირითადი ნიშნები არის ორი და ცხრა, ცხრა შეიძლება სანთლისთვის ბევრია, მაგრამ ორი წითელი ფერის სანთელი რომ გვქონდეს, კარგი იქნება. თუ წითელს ვერ ვიშოვით, მაშინ ყვითელი ფერის სანთლები დავალაგოთ გვერდიგვერდ, ავანთოთ და ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე, წინა წელიწადს მადლობა გადავუხადოთ და ყველა სახის პრობლემები, დარდები მომენტალურად გააყოლეთ ამ წინა წელს. ხოლო როგორც კი ახალი წელი დადგება, აქ უკვე ანთებულ სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მოხდეს მომავალ წელს. კიდევ აღვნიშნოთ ის, რომ წელს მეკვლის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ მეკვლედ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც ოჯახში უფრო იღბლიანია, ან ასეთი პიროვნება შეიძლება სანათესაოსა და მეგობრებშიც ავირჩიოთ. ამ პიროვნებამ ოჯახში უნდა მოიტანოს სამი რამ: ერთი ცალი მანდარინი, ერთი ცალი ბანანი და ერთი ცალი ფორთოხალი. დანა არ უნდა გამოვაჩინოთ მასთან მიმართებაში, მან ეს ყველაფერი ოჯახში უნდა შეიტანოს, თავისი ხელით გაფცქვნას და აუცილებლად მიართვას, აჭამოს ოჯახის ყველა წევრს და არავითარ შემთხვევაში - სტუმრებს, რადგან სტუმრები წაიღებენ ჩვენს იღბალს. დანა იმიტომ არა, რომ ის, ასევე, იღბლის წამღებია ახალი წლის ღამეს. ამასთანავე, რასაც მეკვლე ოჯახში შეიტანს, ის არ უნდა აირიოს სხვა ამდაგვარ პროდუქტებთან ერთად. ერთადერთი, რაც მაგიდაზე არ უნდა იყოს, ეს არის ცხვრის ხორცი. რაც შეეხება სხვა მომენტებს: ახალ წელს ვიმხიარულოთ, მაიმუნს იუმორი უყვარს და შეგვიძლია, იუმორისტული სკეტჩებით, თამაშებით გავერთოთ", - განაცხადა ცაგარელმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის ქრონიკა"