reportiori.ge - ბერა ივანიშვილი: „ავტოგოლში“ ვის ვგულისხმობ, ვფიქრობ, გასაგებია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:03
პრეს-დაიჯესტი
ბერა ივანიშვილი: „ავტოგოლში“ ვის ვგულისხმობ, ვფიქრობ, გასაგებია...
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 02:40

 

 

„ავტოგოლში" ვის ვგულისხმობ, ვფიქრობ, გასაგებია..." - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, თუმცა ადრესატის ვინაობას არ ასახელებს.


„პირველი ავტოგოლი ვისაც ეხებოდა, კარგად იცით. რაც შეეხება მეორეს, მგონი გასაგებია, ვისაც ვგულისხმობ. არ დავასახელებ, რადგან ინტრიგას დავუკარგავ... როგორც ჩემს სიმღერაშია, ბევრი ადამიანი არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. მე ჩემს ქვეყანაში რეალობაზე, ჩემი თანატოლების სიმართლეზე ვმღერი. არსებობს თემები, რაც მაწუხებს... ჩემი შემოქმედება სიმართლეზეა დაფუძნებული და სულერთია, რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვიმღერებ იმაზე, რაც გულში მიდევს..." - აცხადებს ბერა ივანიშვილი.


აქვე ბერა ივანიშვილი მის ახალ სიმღერაზე „ჩემპიონი" საუბრობს:


„მოგეხსენებათ, მუსიკის შემდეგ ჩემი დიდი გატაცება სპორტია. ვფიქრობდი, დამეწერა ისეთი სიმღერა, რაც საუნდტრეკი გახდებოდა სავარჯიშო დარბაზში. ასე შეიქმნა „ჩემპიონი". ადამიანი თავის საქმეში ჩემპიონი უნდა იყოს...

 

გულწრფელობა და სინამდვილე ყველაფერში მთავარია, მე და ჩემი გულშემატკივრები ამას ვაცნობიერებთ. სიტყვა „ნამდვილები" ჩემს სიმღერებში გავაჟღერე და ფანებმა აიტაცეს, ასე გახდა ტრენდი", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „კვირის პალიტრა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016