„თამარ სანიკიძე არა მხოლოდ არ უნდა დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, არამედ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განუცახდა „კვირის ქრონიკას" პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარემ დათო ფერაძემ. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არაერთხელ ყოფილა მხილებული არაერთ დარღვევაში.
„მინისტრი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვისაც დასასჯელია. როდესაც სანიკიძე პედაგოგის ხელფასებზე ლაპარაკობდა, ყოველთვის ტყუილს ამბობდა და ვის ატყუებდა ვერ ვხვდები. სანიკიძის ცრუ ინფორმაცია ექსპრემიერის რამდენიმე წინა ანგარიშშიც აისახა: ღარიბაშვილის სიტყვებია, რომ 2012 წელთან შედარებით პედაგოგის საბაზო ხელფასი 65 %-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ახლა ყველა მასწავლებლის საბაზო ხელფასი 500 ლარი უნდა იყოს. არადა 355 ლარია. 2016 წელს 70-80 %-ით გაიზრდებაო. თუ ეს მოხდება, 355 ლართან მიმართებით, მაშინ საბაზო ხელფასები გახდება 603-639 ლარი. ხოლო თუ პრემიერისეულ 500 ლართან მიმართებაში, მაშინ მასწავლებლის საბაზო ხელფასი 900 ლარი იქნება. ეს რომ ასე არ იქნება, ყველამ ვიცით. ამ სიცრუის ავტორი კი სანიკიძეა. ამჯერად აღარ შევეხები უწყების მიერ დახარჯული პრემიებისა და დანამატების ოდენობას", - განაცხადა ფერაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)