reportiori.ge - თეა წულუკიანი: სასამართლომ ღიად გამოაჩინა სახე, რომელიც არ არის ლამაზი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:02
სამართალი
თეა წულუკიანი: სასამართლომ ღიად გამოაჩინა სახე, რომელიც არ არის ლამაზი...
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 10:34


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლომ ღიად გამოაჩინა თავისი სახე, ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე და ეს სახე წულუკიანის განმარტებით, ულამაზოა:

 

სამი წელია ვამბობ, რომ სასამართლო რეზისტენტულია რეფორმებისადმი. ამ დღეებში ამ სასამართლომ, რომელიც 3 წელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო რეფორმებს უპირისპირდება, ღიად გამოაჩინა თავისი სახე, უკვე ყოველგვარი მოჩვენებითობის გარეშე; სახე, რომელიც არ არის ლამაზი; გამოაჩინა ის, რომ მათ არ სურდათ რეფორმები; მაგალითად, ის, რომ 2014 წლის აგვისტოს კანონით ჩვენ შემოვიტანეთ მოსამართლისთვის აუცილებელი თვისება - კეთილსინდისიერების კრიტერიუმი და ისინი ამას პრაქტიკაში არ იყენებენ. არც ის რეფორმა სურთ, რომელიც ახლა პარლამენტში მაქვს შეტანილი და საქმეების ავტომატურად განაწილების წესს ეხება. სასამართლოები ელექტრონულად არ ამზადებენ სისტემას განგებ იმისთვის, რომ ელექტრონულად, ანუ ბრმად და ავტომატურად, განაწილდეს საქმეები. მაგრამ მე მინდა, დაგპირდეთ, რომ ეს რეფორმები, რაც უნდა ძველი დროის მოსამართლეებს არ სურდ და არ იყენებდნენ პრაქტიკაში, მაინც გაგრძელდება. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა მართლმსაჯულების ხელმძღვანელის აზრიც, რომელიც თავადაც გააკეთებს ალბათ, კომენტარს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016