შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის შესახებ იმიღებული ინფორმაციის შემდეგ, მთავრობის სხდომა დატოვა და თელავში გაემგზავრა.
"მინისტრი თელავში, მკვლელობის ადგილზე ჩავა და არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნობა", - განაცხადეს შს სამინისტროში.
თელავში, რამდენიმე საათის წინ, პოლიციის შენობის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამართალდამცავი გელა ლამაზოშვილი მოკლეს. სროლის შედეგად სამართალდამცავი ქალიც დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.