reportiori.ge - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ახალ წელს სასიამოვნო სიახლეებით შეხვდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
რეგიონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ახალ წელს სასიამოვნო სიახლეებით შეხვდებიან
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 17:14

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ხელფასები მოემატება საბავშვო ბაღების 274 თანამშრომელს.


ამისთვის წლის ბიუჯეტში 133 000 ლარია გათვალისწინებული. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლოდ შეძენლი საჩუქრები ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.


საახალწლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ 34 საბავშვო ბაღს 23 000 ლარის ღირებულების საახალწლო საჩუქარი გადაეცემა. ტკბილეული და სათამაშოები 1 600 ბავშვზე გადანაწილდება.


მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა უსაფრთხოებაა. მომავალი წლიდან გავზრდით პედაგოგების ხელფასებს. სიახლეები იქნება კვების მენიუშიც. ახალი წლიდან ბაღები ეკოლოგიურად სუფთა, დაბეჭდილი წყლით მომარაგდებიან, მაქსიმალურად იქნება დაცული სანიტარული ნორმები. სრულდება სამი ახალი ულტრათანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


2015 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 საბავშვო ბაღს. მიმდინარე წელს სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მუნიციპალტეტმა 24 300 ლარის ღირებულების ავეჯი, 6 000 ლარის ღირებულების სამზარეულოს ინვენტარი, ასევე, მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. 11 საბავშვო ბაღი მომარაგდა 3 900 ლარის ღირებულების გაზქურით. რამდენიმე საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.








 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016