შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დაჭრილი პოლიციელის მაია ჯავახიშვილის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა.
შს მინისტრმა ცოტა ხნის წინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი სამართალდამცავი მოინახულა.
„დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი. მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გასროლა ცეცლსასროლი იარაღიდან არ მომხდარა. ამოღებულია სანადირო თოფი", - განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით გასროლა არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან მოახდინა.
დაჭრილი პოლიციელის მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა