reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ნაბიჯით დაკარგული 25 წელი დავიბრუნეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ნაბიჯით დაკარგული 25 წელი დავიბრუნეთ
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 21:03


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა მისი გზა გააგრძელა, რაც მისასალმებელია. ამის შესახებ ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით „პოლიტიკურად დაკარგული 25 წელი დავიბრუნეთ".


„ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით იყო კითხვები. მეც გავაკეთე ამაზე რეაქცია და ირაკლიმ ღირსეულად გაართვა თავი ამ პრობლემასაც, რომელიც ძალიან უმნიშვნელო თემებზე იყო წამოჭრილი. ოპოზიცია ცდილობდა ამის გაზვიადებას, მაგრამ იქ არაფერი ყოფილა და რაც მთავარია ირაკლი ამასაც ღირსეულად გაართვა თავი. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ პირადად მე დღესაც განვიცდი პრობლემებს ნათესავებთან დაკავშირებით. ეს არ არის იოლი საქმე.

 

არც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ყოფილა ძირითადი მიზეზი. ძირითადი მიზეზი გახლდათ ის, რაც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა. თუმცა, ოპონენტებმა და მედიის დიდმა ნაწილმა უყურადღებოდ დატოვა. მაგრამ, მთავარი აზრი იყო წასვლა წასვლისათვის. სწორედ რომ წარმატებული პრემიერი წავიდა. ეს იყო გაგრძელება ჩემი კურსის. ირაკლის გადაწყვეტილებით ჩვენ ის 25 წელიწადი დავიბრუნეთ, რომელიც დავკარგეთ პირწმინდად და არავითარი განვითარება არ ეტყობოდა პოლიტიკურად ჩვენს საზოგადოებას. სწორედ ირაკლის ნაბიჯით და თავში ჩემი ნაბიჯით და შემდგომ მთელი გუნდის ნაბიჯით, ის 25 წელი ჩვენ დავიბრუნეთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016