reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ჩემი კარი ირაკლი ღარიბაშვილისთვის მუდამ ღია იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი კარი ირაკლი ღარიბაშვილისთვის მუდამ ღია იქნება
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 21:10


კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს სხვა უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სამომალო გეგმებზე საუბრისას აცხადებს. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე დასვენება სურს, შემდეგ კი თავად გადაწყვეტს რა მიმართულებით გააგრძელოს საქმიანობა. ივანიშვილის თქმით, მისი კარი ღარიბაშვილისთვის ყოველთვის ღია იქნება.


„ეროვნული ბანკის რპეზიდენტობა არასწორია და საერთოდ კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს სხვა უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არაფერი გაუფუჭებია, რომ უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავრობის მეთაური და ჩემი აზრით, ყველაზე მეტი უფლებები მთავრობის მეთაურს აქვს დღეს. რა თქმა უნდა, ის არ აპირებს არცერთი პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს გუნდში. მან ჩემთან საუბარშიც და საჯაროდაც იგივე თქვა, რომ უნდა დაისვენოს. ირაკლი თავდაუზოგადავ მოღვაწეობდა ამ ხნის განმავლობაში. ახალგაზრდაა, ენერგიულია და ამას ახერხებდა. მაგრამ, მან განაცხადა, რომ დაისვენებს და მოფიიქრებს. რა თქმა უნდა, მას ექნება ბევრი წინადადებები. ჩემი მხრიდან კი ჩემი კარი მუდამ ღია იქნება. მუდამ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოიყენოს ისე, როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ახლაც ასეა და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016