reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგი კვირიკაშვილის დიპლომატიით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:00
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგი კვირიკაშვილის დიპლომატიით
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 21:36


გიორგი რომ იყო კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი ძალიან კარგად ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, თუ როგორი დიპლომატი იყო და არ დავალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგის ამ ნაწილში გამომჟღავნებით", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას აცხადებს. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განმარტა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი, რომ სახელისუფლებო გუნდს არჩევანი კვირიკაშვილზე შეეჩერებინა.

 

„პოლიტიკურ გუნდს ჩემთან კონსულტაციები არ გაუვლია და არც უნდა გაევლო. მაგრამ გაიარა კონსულტაციები კვირიკაშვილთან და გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო გუნდის ყველა წევრმა.

 

ჩემთვის კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო ძალიან დიდი აღმოჩენა. ვფიქრობ მისთვისაც აღმოჩენა იყო და ევროპელებისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრობის მოკლე პერიოდში გიორგიმ აჩვენა თავის ის ნაწილი, რომელიც ამოუცნობი იყო. გიორგი რომ იყო კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი ძალიან კარგად ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, თუ როგორი დიპლომატი იყო და არ დავალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგის ამ ნაწილში გამომჟღავნებით. საოცარი სიგნალები მოდიოდა ამერიკიდან და ევროპიდან. ალბათ ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რომ გიორგიზე გაკეთებულიყო არჩევანი", - განაცხადა ივანიშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016