reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 21:59


„გირგვლიანი გახდა სისტემის მსხვერპლი და არა როგორც დღეს ხატავენ - თითქოს ეს თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კონკრეტულ მოსამართლესაც და სასამართლოსაც თავისი წვლილი მიუღძვით ამ საქმეში.


„გვახსოვს გირგვლიანის თემა. ის იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის და სასამართლოსი. თუმცა, კონკრეტულ მოსამართლესაც და სასამართლოსაც თავისი წვლილი მიუძღვით. ვინც იყო დამკვეთი და ვიზეც იყო მორგებული მთელი ეს მმართველობა, იყო სააკაშვილი, შემდეგ იყვნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა, რომლებიც ასრულებდნენ სააკაშვილის დავალებას და მთელი სისტემა იმართებოდა ერთი კაცის ხასიათზე. გირგვლიანის თემა იყო ძალიან ტრაგიკული. ირინა ენუქიძე გადაყვა ამ ამბავს და ის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა ჩემში და ყველა მოქალაქეში. სისტემის მსხვერპლი გახდა გირგვლიანი და არა როგორც დღეს ხატავენ, რომ თითქოს ეს თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო ეს. ასეთი სისტემა დაგვხვდა ჩვენ. ბიზნესი იყო ძალიან მძიმე დღეში, ბიზნესმენები იყვნენ ძალიან მძიმე დღეში და ისინიც იმართებოდნენ. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ან გაიქცა ან ციხეში ხვდებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, გირგვლიანი მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის და მისი გუნდის, რომელიც დღემდე მენტალურად ბობოქრობს საზოგადოებაზე.


„სააკაშვილმა დამნაშავეებს სასჯელი გაუნახევრა, პარლამენტმა კანონი მიიღო და იმ გუნდმა, რომელიც მორალს გვიკითხავს, ვადაზე ადრე გამოუშვა ისინი. თვითონ ციხეში რაც ხდებოდა, ესეც კარგად გვახსოვს. დამნაშავეები ყოველდღე ქეიფობდნენ, ყოველდღე პურ-მარილი ჰქონდათ და ქალები შეჰყავდათ. ისინი არა ციხეში, არამედ სანატორიუმში იყვნენ. გირგვლიანი, პოლიტპატიმრები, საზოგადოება იყო ამ რეჟიმის მსხვერპლი. მთელი სტრუქტურები - სასამართლო, მედია, ბიზნესი, პროკურატურა, პოლიცია საშინელ წნეხს განიცდიდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016