reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ახალი პრემიერისთვის უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკური განვითარება იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ახალი პრემიერისთვის უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკური განვითარება იქნება
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 22:04


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა ეკონომიკური განვითარება იქნება. ამის შესახებ ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დემოკრატიული ღირებულებები ცალკე აღებული "გამოკიდებული" იქნება ეკონომიკის განვითარების გარეშე.


„ახალი პრემიერისთვის უმთავრესი ამოცანა იქნება ის, რომ კურსი, რომელიც აირჩია ახალმა გუნდმა, ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნება და არა ის, რომ ყალბი და მოჩვენებითი, როგორც ეს ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", გააღრმაოს წინსვლა ევროპისკენ. ძირითადი გამოწვევა ჩვენ დროსაც და ახლაც და კვირიკაშვილის შემდგომაც, ვარწმუნებ საზოგადოებას, დარჩება ეკონომიკა. რამეთუ ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ და ძირითადი ღირებულებები ლამის ევროპას დავუახლოვეთ, ეკონომიკა ასე სწრაფად ვერ განვითარდება.

 

დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც ასე აფასებს მთელი ევროპა, ცივილიზებული სამყარო და საქართველო, ძალიან გამოკიდებულია ეკონომიკის გარეშე.

 

სანამ თითოეული ოჯახი ვერ იქნება წარმატებული, იქნება დასაქმების პრობლემა ისეთი ღრმა, როგორიც დღეს არის საქართველოში, დემოკრატიული ღირებულებები გამოკიდებულად დარჩება, თუ ამას ფუნდამენტი არ შეექმნა და ეკონომიკური აღმავლობა არ დაიწყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016