reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ხალხი, რომელიც სისტემას ემსახურებოდა, დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ხალხი, რომელიც სისტემას ემსახურებოდა, დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 22:18


ხალხი, რომელიც სისტემას ემსახურებოდა, დამნაშავე კი არა, სისტემის მსხვერპლი იყო", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდნენ ან ბიზნესში საქმიანობდნენ, სისტემის მსხვერპლებად მიიჩნევს და მათზე ახალი ხელისუფლების პირობებში უარის თქმა შეუძლებელად მიაჩნია.

 

„მთელ მედიაზე, თითქმის მთელ ბიზნესზე, ათიათასობით პოლიციელზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე უარი უნდა გვეთქვა, ჩამოგვეყვანა ხალხი მთვარიდან და დაგვესაქმებინა. რა არჩევანის წინაშე დავდექით, როდესაც მოვედით - ეს ხალხი, რომელიც ამ სისტემას ემსახურებოდა, ჩემი აზრით, დამნაშავე კი არა, ამ სისტემის მსხვერპლი იყო. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან არც ერთზე მე საყვედური არ მითქვამს. მხედველობაში მაქვს ბიზნესი. მახსოვს, ყველაზე მეტად ვინც თანამშრომლობდა სააკაშვილის მთავრობასთან, შარანგიები იყვნენ და მაქაცარიები, მათაც შევხვდი და ვუთხარი, რომ არსად კაპიტალი არ წაეღოთ. ყველა პირობას შევუქმნიდით, რომ აკეთონ თავისუფალი ბიზნესი, ოღონდ დაიცვან კანონი, გადაიხადონ გადასახადები და არავითარი პრობლემა არ ექნებათ. მე პირადად არც ერთზე შურისძიების გრძნობა არ მქონია", - აღნიშნა ივანიშვილმა.



ივანიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სისტემას საშუალება მისცა, გათავისუფლებულიყო ხელისუფლებისგან, მაგრამ რეალური შედეგი ვერ მიიღო.


„მე შევხვდი კუბლაშვილს პირველ ეტაპზე, აღვუთქვი - ყველანაირ გარანტიას გაძლევ, რომ არაფერში ხელს არ შეგიშლით, ოღონდ როგორმე უარი თქვი ძველი გუნდის გავლენაზე და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ვერ გეტყვით რომ ბევრი შედეგი მივიღე. საზოგადოებაც კარგად ხედავდა. ასევე შევხვდი მურუსიძეს, რომელიც ახლად არჩეული მდივანი იყო, მას არ ჰქონდა დიდი რესურსი, რომ ჩახსნოდა ძველ გუნდს. მე ვცდილობდი იგივე მუხტი მასთან მიმეტანა. ერთადერთს, რასაც ვთხოვდი იყო, რომ როგორმე გათავისუფლებულიყვნენ ძველი გუნდისგან. რა თქმა უნდა არ იყო გარანტია, რომ ეს ასე მოხდებოდა და პროკურატურას ძალიან უჭირდა სასამართლოსთან ერთად მუშაობა, ყველა პროკურატურას აგინებდა ყველა პროკურატურით იყო უკმაყოფილო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016