reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: შარშან არათუ რეგიონში, ევროპაშიც პირველები ვიყავით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: შარშან არათუ რეგიონში, ევროპაშიც პირველები ვიყავით
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 22:32


„3 პროცენტი არ არის სახალისო, მაგრამ ნახეთ სხვის ფონზე, შარშან მეორე წელი, რომელიც მე ვთქვი - არათუ რეგიონში, ევროპაშიც პირველები ვიყავით", - ასე აფასებს საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას. ამის შესახებ ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე განმარტა, რომ კრიზისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად განიცადა საქართველომაც, მაგრამ „აქ არ არის მთავრობის დანაშაული".


„ეროვნული ბანკის ქმდება ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე. ამის გათვლა ეხლა ძალიან რთულია და ეს პრობლემაც არ შეიძლება ძირითადად ეროვნულ ბანკს მივაწეროთ. 2016 წელი ისევ იქნება რთული, იმედი მაქვს 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში.

 

3 პროცენტი არ არის სახალისო, მაგრამ ნახეთ სხვის ფონზე, შარშან მეორე წელი, რომელიც მე ვთქვი - არათუ რეგიონში, ევროპაშიც პირველები ვიყავით. როდესაც რეგიონში კრიზისია ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული. როდესაც მსოფლიო კრიზისია, იქ ვერცერთი ქვეყანა ვერ არის სუპერწარმატებული. კრიზისი განიცადა საქართველომაც, მაგრამ აქ არ არის მთავრობის დანაშაული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016