reportiori.ge - მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 14:54
პოლიტიკა
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 11:49



1 იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა. კანონის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური შეღავათები წესდება.


მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა უკვე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.


2016 წლის პირველი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდა. შესაბამისად, არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება.


ამას გარდა, ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით პირველი იანვრიდან ძალაში შედის პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.


რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათების ნაწილი ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შევა. კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360 ლარიანი დანამატი.


ასევე, სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში. მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები  საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს მიიღებენ. ასევე, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ.


სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისათვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ.


მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს ელექტროენერგიის მოხმარების კუთხითა და გათბობით უზრუნველყოფისთვისაც.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016