საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. განცხადება ექს-პრეზიდენტმა JAKO FM-თან ინტერვიუში გააკეთა.
სიჭინავა განმარტავს, რომ მას საფეხბურთო აკადემიების შეძენა სურს, რომელთა გაყიდვასაც ფეხბურთის ფედერაცია აპირებს.
„რა თქმა უნდა, დავბრუნდები. I'll be back! ვნახოთ, რა შემოთავაზებები იქნება. შენობების და აკადემიების გაყიდვას აპირებენ და მინდა, ამ პროცესებში ჩავერთო, რომ არ დავტოვო ეს აკადემიები. უფრო მეტი ინტერესი მაქვს, რუსთავის აკადემიისადმი. ვიცი, რომ მის გაყიდვას აპირებენ. ვაპირებ დაბრუნებას, არამარტო ფეხბურთში, არამედ სხვა რაღაცეების გაკეთებასაც ვგეგმავ. სპორტი სოციალურია. ძალიან ბევრი „არაპროფესიონალი" დარჩა ფედერაციის გარეთ, ხომ გაუშვეს ყველა არაპროფესიონალი. 6 წელი ვიმუშავეთ ერთად და ვფიქრობ, ეს ხალხი უნდა დავასაქმოთ. ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება, რომლის დასაქმებაც მე მომიწევს. 6 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ვიღაც დაკარგო", - განაცხადა სიჭინავამ.
წყარო: JAKO FM