კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საჩუქარი პატრიარქს - 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო გაიმართება. საშობაო შემოქმედებითი საღამო, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 83-ე წლისთავის აღსანიშნავად მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, გორის ქალთა კაპელა, „მეკო-სტუდიოს" ბავშვთა გუნდი, სტუდენტური თეატრი „მოდინახე". ასევე, ანსამბლები: „ქართული ხმები", „ფორტე", „თეატრალური კვარტეტი". მომღერლები მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნინო ძოწენიძე, ცისანა სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, მამუკა ჩარკვიანი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორის ჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე და გიორგი მეფისაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.