ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა.
უხვი ნალექის შედეგად პრობლემა შეიქმნა მაღალმთიანი სოფლების: ვაკიჯვრისა და მთისპირის საავტომობილო გზებზე, ნაგომრის, გურიანთისა და ცხემლისხიდის ტერიტორიულ ერთეულებში. გრეიდერები და ჯი-პი-სის ტიპის სპეცტექნიკა სხვადასხვა სოფელში მუშაობს.
მაღალი ძაბვის სადენების დაზიანებს გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ცხემლისხიდს, შემოქმედსა და ვაკიჯვარს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ყველა პრობლემურ ლოკაციაზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია შემოქმედისა და ვაკიჯვრის გზებზე.
ასევე, ასკანასა და მთისპირში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან გამგებლის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და სოფლის დეპუტატები.
„დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელში მცირე შეფერხებაა, თუმცა ტექნიკა მზად არის და შეუჩერებლად იმუშავებს ყველა პრობლემურ მონაკვეთზე. ჩვენ ვართ კონტაქტზე ენერგო-პრო- ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან, რომელიც თავის მხრივ აგვარებს ენერგომამარაგების პრობლემას და დაზიანებული სადენების აღდგენას," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.