reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ეს მთავარია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:28
საზოგადოება
ელისო ჩაფიძე: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ეს მთავარია!
02 იანვარი, 2016. 00:22




„ახალ წელს იმედებით შევხვდი", - აცხადებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე. ამბობს, რომ 2016 ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ ფიქრობს, რომ როგორც დეპუტატს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.


პარლამენტარი ახალ წელს ტრადიციულად სახლში შეხვდა. წინასაახალწლო სამზადისში კი იმდენად ერთვება, რამდენადაც ამას დატვირთული საპარლამენტო მუშაობა აძლევს.


„ტრადიციულად სახლში შევხვდი, ერთადერთი წელი მახსოვს, როცა მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში ვიყავი ახალი წლის ღამეს. სხვა ყველა შემთხვევაში ვამჯობინებ, საკუთარ ოჯახში შევხვდე ახალ წელს. შემდეგ მივდივარ მეგობრების მოსანახულებლად. უნდა დავიბედოთ ყველაფერი კარგი; ვფიქრობ, რაც უფრო გიჭირს, მით უფრო ოპტიმისტურად უნდა იყო", - აცხადებს დეპუტატი.


პარლამენტარი სრულიად საქართველოს ულოცავს ახალ წელს, განსაკუთრებით კი საკუთარი მაჟორიტარული ოლქის, ტყიბულის რაიონის მოსახლეობას.  


„საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ეს მთავარია!" - აღნიშნავს დეპუტატი „რეპორტიორთან" საუბრისას.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016