reportiori.ge - დიმიტრი ხუნდაძე: თუ ყველა მოვინდომებთ, ზეიმს საკუთარ ქვეყანას თავად შევუქმნით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე: თუ ყველა მოვინდომებთ, ზეიმს საკუთარ ქვეყანას თავად შევუქმნით!
01 იანვარი, 2016. 23:57



„ჩვენ თავად უნდა შევუქმნათ ზეიმი საკუთარ ქვეყანას", - ამბობს პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ახალი 2016 წლისგან უკეთესს ცვლილებებს ელის.


„ვიდრე პოლიტიკურ ცხოვრებას დავიწყებდი, ახალ წელს განსხვავებულად ვხვდებოდი. ოჯახში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვდგამდი ნაძვის ხეს, საღამოს ჩემი მშობლები სტუმრობდნენ ჩემს ოჯახს, რძალი, შვილიშვილები და ერთად ვატარებდით დროს დილამდე. ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა და ამას ახლა ვეღარ ვახერხებ...

 

2013 წელს შევხვდი სოციალურად დაუცველთა ოჯახებში. შეძლებისდაგვარად, ჩემი სახელფასო დანაზოგიდან მათთვის ტკბილეული მიმქონდა და სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდი. 2014 წელს მცხეთაში ჩემს მოქალაქეებთან ერთად გავატარე ახალი წელი, მაშინაც გვიან მივედი სახლში... პოლიტიკურ საქმიანობას თავისი წესი აქვს, თავისი მოთხოვნები. წლევანდელი ახალი წელი არ დამიგეგმავს, მაგრამ ვეცდები, უფრო საინტერესოდ გავატარო, ვიდრე აქამდე.

 

ჩემს მოქალაქეებს ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რაც დგას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ შემდგომი წელი წინასთან შედარებით უკეთესი იყოს. თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, ზეიმს საკუთარ ქვეყანას ჩვენ თავად შევუქმნით", - განაცხადა ხუნდაძემ „რეპორტიორთან".





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016