reportiori.ge - არჩილ გამზარდია: ახალ 2016 წელს შევხვდი ყველაზე დიდი შენაძენით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:18
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: ახალ 2016 წელს შევხვდი ყველაზე დიდი შენაძენით
01 იანვარი, 2016. 20:47



„ახალ 2016 წელს ვხვდები ყველაზე დიდი შენაძენით - მეორე შვილით", - ამბობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში 2 ბავშვია, მშობლები მეტი მონდომებით ცდილობენ, კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალი წელი სახლის გარემოში.


„ახალი წელი გამორჩეულია, ზოგადად, საერო დღესასწაულები თითქმის არ გვაქვს, ძირითადად სასულიერო. ეს დღესასწაული გამორჩეულია მთელი თავისი რეკვიზიტებით... ბავშვობიდან მიყვარს ახალი წელი. მთელი სახლი მორთული მაქვს. პატარა ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ 5-6 ნაძვის ხე გვიდგას, სადაც რამე კუთხეში ადგილია თავისუფალი, ყველგან პატარა ნაძვის ხე დგას. მთელი სახლი აღკაზმულია", - ამბობს გამზარდია.


ანალიტიკოსი საახალწლო სამზადისშიც აქტიურადაა ჩართული. „ჩვენს ოჯახში როლები სტერეოტიპულად არ არის განაწილებული. მეც ვმონაწილეობ საჭმელების კეთებაში, მაგალითად, ჩემი მეუღლე თუ რეცხავს, მე ვჭრი და ასე ერთად ვინაწილებთ და ვაკეთებთ საქმეს. ასევე დავდივარ მაღაზიებში. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის", - ამბობს გამზარდია „რეპორტიორთან" საუბრისას.


მიუხედავად იმისა, რომ გამზარდიასთვის 2015 წელი აქტიური ბრძოლების წელი იყო, ის მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ხვდება ახალ 2016 წელს.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016