საქართველოს პრემიერ-მინისტორბის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე გამხაურებული საქმეების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა:
"რაც შეეხება გახმაურებულ პროცესებს, ეს არის ჟვანიას, სანაიას, კიწმარიშვილის, საქმეები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გარკვეული პროგრესი არის ზურაბ ჟვანიას და ეროსი კიწმარიშვილის, საქმესთან დაკავშირებით. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად დავინტერესდები ამ საქმეებით.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე მეჩვენება რომ პროცესის დაჩქარების რესურსი არსებობს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აღვასრულოთ და შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ. თუმცა, ეს არის დელიკატური პროცესი და ვეცდებით ფრთხილად გავარკვიოთ ეს საქმეები.
აუცილებლად მოვიკითხავ 26 მაისის საზარელი შემთხვევას, როდესაც გვამები დაყარეს მაღაზიის თავზე.
უშუალო სამუშაო შეხება ამ საკითხებთან არ მქონია მაგრამ, ვეცდები ინფორმაცია მოვიპოვო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე.