ახალი წლის ეტიკეტი, რომელიც მაიმუნის წელთან შესახვედრად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
1. თუ ახალი წლის სუფრაზე უხვად იქნება სხვადასხვა კერძები, კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ. არ დაგავიწყდეთ, მარილისა და პურის დადება - ისინი კეთილდღეობის სიმბოლოა.
2. ახალ წელს ეცადეთ, ახალი ტანსაცმლით შეხვდეთ, მაშინ წარმატებული წელი გექნებათ. თუ ახალ წელს ახალ სამოსში შეხვდებით, მთელ წელს ახალ ტანსაცმელში გაატარებთ.
3. ახალ წელს უფულოდ ნუ იქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მატერიალური სიდუხჭირე მთელ წელს გაგყვებათ. თუ არ გაქვთ, ჯობს ისესხოთ. დღესასწაულის წინ ფულის გაცემა კი რეკომენდებული არ არის - მთელი წელი გასესხება მოგიწევთ.
4. ვიდრე საახალწლო სუფრას ოჯახით მიუსხდებოდეთ, მაგიდის ფეხები თოკით გასკვენით, მაშინ მთელი წელი მეგობრულად იცხოვრებთ.
5. ის, ვინც საახალწლო სუფრაზე, ბოთლიდან უკანასკნელ ღვინოს დალევს, წარმატება ელოდება.
6. თუ ახალი წლის ღამეს რაიმე შეგემთხვათ, მთელი წლის მანძილზე ასე გაგრძელდება.
7. თუ ახალი წლის სუფრასთან ვინმე დააცემინებს, სუფრასთან მსხდომი ყველა წევრისთვის, ახალი წელიწადი იღბლიანი იქნება.
8. თუ 1 იანვარს გამყიდველი მყიდველს დაბალ ფასში მიჰყიდის რაიმეს, მას მთელი წელი წარმატებული ვაჭრობა ელის.
9. თუ ახალი წლის პირველ დღეს მხიარულად გაატარებთ, ამ წელს ბევრი გართობა გელით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, რომლებიც ახალი წლის ღამესა და შობის პირველ კვირას მოხდება.
10. თუ ახალი წლის ღამეს ან პირველ დღეს, სახლში მაწანწალა კატა ან ძაღლი მოვა, ეს შემთხვევითი არ არის. თუ სახლში არ შეიყვანთ, დააპურეთ მაინც. მაშინ დამდეგ ახალ წელს წარმატებით გალევთ.
11. ახალი წლის ღამეს ვინმეს კარი შეეშალა ან ტელეფონის ნომერი? ვიდრე დაემშვიდობებით, აუცილებლად მიულოცეთ ახალი წელი.
12. თუ ახალი წლის დადგომის შემდეგ, ქუჩაში პირველს მამაკაცს შეხვდებით, წელიწადი ბედნიერებას მოგიტანთ.
13. ადამიანები, რომლებსაც გაიცნობთ, ან ნაცნობები, რომლებსაც 1-დან 7 იანვრამდე შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.
პენი ლეინი
წყარო: reitingi.ge