reportiori.ge - 1 იანვარს ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:36
სპორტი
1 იანვარს ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია დაიბადა
ავტორი:
01 იანვარი, 2016. 14:00



ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. რამაზ შენგელია იყო თბილისის „დინამოსა" და სსრკ ეროვნული ნაკრების წევრი, პოზიციით თავდამსხმელი იყო.


ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს" მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი კარლო ხურციძე ხელმძღვანელობდა. 1973-1976 წლებში სსრკ პირველ ლიგაში გამოდიოდა „ტორპედოს" პირველი გუნდის შემადგენლობაში.


1977 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში", რომელსაც ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი - ქვეყნის ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო. გუნდთან ერთად, შენგელიამ მოიგო 1980-1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი.



შენგელია გახლდათ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი.


2015 წლის აპრილში ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა.




რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად: 1978 და 1981 წლებში.


1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (31 მატჩში 23 გოლი). 1981 წელსვე, ჟურნალ „France Football"-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, შენგელია წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა.


რამაზ შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალეს 24 ივნისს საბურთალოს სასაფლაოზე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016