reportiori.ge - ოზურგეთის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს 19:00 საათიდან აღუდგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
რეგიონები
ოზურგეთის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს 19:00 საათიდან აღუდგება
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 15:36



მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. უხვად მოსულმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები დააზიანა.



სამი დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ყველა პრობლემურ ლოკაციაზე იმყოფებოდა. მერაბ ჭანუყვაძე აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას უშუალოდ აკვირდებოდა. გუშინ საღამოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა 19 დამხმარე ჯგუფი. ადგილზე იმყოფება ენერგო-პრო-ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელიც.


"მინდა ადგილობრივი ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასრომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების და უხვად მოსული ნალექის გამო, ახალ წელს პრობლემა შეექმნადთ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშორმლები და ასევე ადგილზე ჩამოსული დამხმარე ჯგუფები, 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაზიანებული იყო 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის სადენი, რომელიც საღამოს 7 საათამდე შეკეთდება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება", - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.


უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზებზეც, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები  24 საათის განმავლობაში ინტენსიურად  მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო  მუნიციპალური ტექნიკა და გადაადგილების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ეტაპზე არ აქვს.


 



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016