reportiori.ge - დღეს ელისო ბოლქვაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:00
კულტურა
დღეს ელისო ბოლქვაძის დაბადების დღეა
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 16:10



ელისო ბოლქვაძე დაიბადა 1967 წლის 2 იანვარს თბილისში, ლიტერატორების ოჯახში. 7 წლის ასაკში გამართა პირველი კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რასაც მალე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება და აღიარება მოჰყვა.


ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიძიერთა ათწლედში, პედაგოგ მაია წულუკიძესთან, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში - პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ხშირად მონაწილეობას იღებდა ტატიანა ნიკოლაევას მასტერკლასებში მოსკოვში.


პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს - მიშელ სონის, რომელთანაც ელისო ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ « SOS Talents-ის » პროექტში.


ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი: Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.


ელისო ბოლქვაძეს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი".


პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში როგორიცაა: Kennedy Center (ვაშინგტონი), Pasadena Auditorium (ლოს ანჟელესი) , Miami Art (ფლორიდა), Salle Pleyel, Salle Gaveau, Theatre de Champs Elysees (პარიზი), The Hercules Hall (მიუნჰენი), Teatro Manzoni (იტალია), Alte Opera (ფრანქფურტი), Konzerthaus (ბერლინი), Congress Hall Innsbruck (ავსტრია ), St . Petersbourg Philharmonic.


ელისო ბოლქვაძე თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან : პიტერ ალტრიხტერი, საულიუს სონდეცკისი, ჯანსუღ კახიძე, მიშელ ტაბაშნიკი, სტანისლავ სკროვაჩევსკი, ლორან პიტიჟერარი, მიხაელ კუნცონი, ნიკოლა დიადიურა, არტურ ფრაგენი, ფილიპ მანი და სხვები.


პიანისტი მიწვეულია რეგულარულად მსოფლიოს ცნობილ საერთაშორისო ფესტივალებზე : Santa Fe Festival, Ravello Festival , Chopin Festival, MDR Festival, Ljubljana Festival, Ankara International Festival, Sofia International Festival.


გახსნილი აქვს საერთაშორისო სეზონები ინსბრუკის, კიევის, პარიზისა და ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრებთან.


ელისო ბოლქვაძეზე არის გადაღებული დოკუმენტური ფილმი ფრანგული არხის LCI-ის მიერ, ასევე მუსიკალური არხი Mezzo რეგულარულად გადასცემს მის კონცერტებს ევროპაში.


პიანისტს ჩაწერილი აქვს მრავალი კომპაქტ დისკი ფირმებთან: Sony BMG, Cascavelle, რომელთაც საერთაშორისო ჟურნალისტების დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.


"უნიკალური ტალანტი" - The New York Times


"მსოფლიოს არტისტი" - Los Angeles Times


"ბრწყინვალე ვირტუოზი და დიდი პიროვნება" - Classica Magazine


"ფენომენალური პიანისტი" - Figaro Magazine


გამოჩენილი დირიჟორი ზუბინ მეჰტა მას ასე ახასიათებს: „აღტაცებული ვარ მისი მუსიკალურობით და ინსტრუმენტის სრული კონტროლით".


ქართველი პიანისტის შემოქმედება ყოველთვის იქცევს საერთაშორისო პრესის ინტერესს. კრიტიკოსები აღნიშნავენ მის უნიკალურ ბგერას, უდიდეს შემოქმედებით ენერგიას და ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებას.


2013-14 წლებში პიანისტი მიწვეულია ტურნეებით: ჩინეთსა და იაპონიაში, ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ჰოლანდიასა და ამერიკაში.


ახლახან ელისო ბოლქვაძემ დაარსა საქველმოქმედო ფონდი "ლირა", რაც მიზნად ისახავს ქართველი ტალანტების აღმოჩენას და ხელშეწყობას.


"რეპორტიორი" ულოცავს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და სიკეთეს. 



 

 






 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016